
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – იაგუნდა
იაგუნდა! რა რიგ მსურდა, რა რიგ მსურდა, იაგუნდა,
რომ მგოსანი ვყოფილიყავ და მემღერა ჰანგი მუდამ.
მაგრამ გულმა რა იცოდა, რომ ამ ცეცხლით დაიწოდა,
ჰანგმა, ჰანგი გაიწოდა და ზარივით აგუგუნდა: იაგუნდა, იაგუნდა.
გულს რაც ჰქონდა და არ ჰქონდა, მოაგონდა, იაგუნდა,
დღეს შეხედა და დადუმდა, წარსულს გაჰყვა და დაღონდა,
შენთა თვალთა ღამე ბნელი…
იაგუნდა, იაგუნდა.