
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ის გრიგალს ელის
მდინარებაში არავის უცდის
წლები დას-დასი,
ქაოსში გაჰქრა სახე ავგუსტის
ახალგაზრდასი.
სიცილიც გაჰქრა, ამაყი ბავშვის
დაცინვა – დარჩა.
არ ეჩქარება ვნებათა შვავში,
არ მოსავს ფარჩა.
ნაღმების ფეთქვამ ცაში ისროლეს
ხომალდი შელლის.
დაპირებები ვერ აუსრულეს,
ის გრიგალს ელის.