
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – კაკლის ხე მთაწმინდაზე
თითქო დაეშვა შავი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისე მწარდები.
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები.
თითქო რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი,
არაფერია, არაფერია –
მოვა სხვა უფრო დაუძლეველი.
წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება?
თითქო ბერდები? არაფერია!
ათასი წლისაც არ დაბერდები.