![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/12/Ethereum-ის-ჰეშრეითი-და-მაინინგის-სირთულე-ახალ-რეკორდულ-მაჩვენებლამდე-გაიზარდა.jpeg?fit=800%2C640&ssl=1)
Ethereum-ის ჰეშრეითი და მაინინგის სირთულე ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა
კაპიტალიზაციის მხრივ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების სირთულემ, ასევე მისმა ჯამურმა გამომთვლელმა სიმძლავრემ ახალ ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწია.
სირთულის წინა რეკორდული მაჩვენებელი, 3606 TH, Etherscan-ის თანახმად დაფიქსირდა 2018 წლის 9 აგვისტოს. კვირას, 29 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 3748 TH-ამდე გაიზარდა.
![image.png](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/12/image.thumb_.png.af6ce9148381b395752e35dc266d6510.png?w=780&ssl=1)
წყარო: Coinwarz.
2018 წლის 9 აგვისტოს ასევე შეინიშნებოდა ჰეშრეითის წინა მაქსიმალური მაჩვენებელი – 295.91 TH/s. სტატიის წერის მომენტში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 312.63 TH/s-ამდე.
![image.png](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/12/image.thumb_.png.894fcaa4cbba09af2a9b718bcc2b952c.png?w=780&ssl=1)
წყარო: Coinwarz.
Ethereum-ის ქსელში ტრანზაქციის საშუალო მოცულობა მცირე ხნის წინანდელი, 7.7 აშშ დოლარამდე ზრდის შემდეგ შემცირდა 1.1 აშშ დოლარამდე. სტატიის წერის მომენტში მონეტის გასაყიდი ფასი 550 აშშ დოლარზე ოდნავ მეტი იყო.
შეგახსენებთ, 1 დეკემბერს შედგება Ethereum 2.0 ნულოვანი სტადიის ამოქმედება. სადეპოზიტო კონტრაქტის ბალანსმა, რომელიც ETH-ის არსებული ქსელიდან ETH2-ზე გადატანის საშუალებას იძლევა, გასულ კვირაში აუცილებელ ზღვარს გადააბიჯა.