პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მახსოვს ქარი სძრავდა ..
მახსოვს ქარი სძრავდა
ჩვენი სახლის ლანდურს,
ხმა ხან ჩონგურს ჰგავდა,
ხან სევდიან ფანდურს.
და სტიროდი, დროო,
როგორც ბედისწერა,
სახლი უეზოო
და უსიცოცხლო კერა.
მახსოვს ქარი სძრავდა
ჩვენი სახლის ლანდურს,
ხმა ხან ჩონგურს ჰგავდა,
ხან სევდიან ფანდურს.
და სტიროდი, დროო,
როგორც ბედისწერა,
სახლი უეზოო
და უსიცოცხლო კერა.