ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებისმარტფონები

ილონ მასკი აპირებს გამოუშვას Tesla-სმარტფონი ინტერნეტ Starlink-ისა და მაინინგის შესაძლებლობის მხარდაჭერით

ხმები იმის შესახებ, რომ Tesla-ს ბრენდის სმარტფონი გამოვიდოდა, მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინტერნეტში. მაგალითად, 2018 წელს გამოქვეყნდა სმარტფონის წინა და უკანა პანელების ფოტოები, სმარტფონის დასახელება იყო Tesla Quadra.

image.jpeg

ახლახანს კი ილონ მასკმა მოულოდნელად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წარმოდგენილია  Tesla-ს სმარტფონის ახალი კონცეფცია. მოწყობილობის დროებითი სახელია Model Pi. 

სმარტფონის მთავარი მახასიათებელი იქნება მაღალსიჩქარიან Starlink სატელიტურ ინტერნეტ-ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობა, რომლის სიჩქარე 210 მბ/წმ-ს მიაღწევს. მეორე მახასიათებელი, რომელიც ჩვენს დროში აქტუალურია, არის მოწყობილობით კრიპტოვალუტა Marscoin-ის  მოპოვების შესაძლებლობა. გაჯეტს ასევე შეეძლება დაუკავშირდეს Tesla-ს ელექტრომობილების ბორტ-სისტემას და მონაწილეობა მიიღოს მისი ზოგიერთი ფუნქციის მართვაში. და ბოლოს, მოწყობილობა აღჭურვილი იქნება Neuralink ტექნოლოგიით, რომელიც თავის ტვინის ტრავმის მქონე ადამიანების შემთხვევაში ჩაანაცვლებს ტვინის ზოგიერთ ფუნქციას. 

image.jpeg

სმარტფონი გარეგნული დიზაინით Apple-ის მოწყობილობას წააგავს. როგორც ჩანს, ეს არის დიზაინერების დროებითი გათვლა, რომელთაც დაავიწყდათ წარსულში არსებული სასამართლო დავების შესახებ. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსდება კამერა ოთხი ობიექტივით. თავად პანელი კი აღჭურვილი იქნება მზის ენერგიით დამუხტვის ფუნქციით. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება წარმოდგენილი Model Pi-სთვის დამახასიათებელი ყველა ფუნქცია. ამჟამად სმარტფონების ბაზარზე გარკვეული სტაგნაციაა. ბიუჯეტური და ფლაგმანური მოწყობილობები თითქმის გაუტოლდა ერთმანეთს ფუნქციონალით. ზემოთხსენებული მოწყობილობა კი შესაძლოა გახდეს მობილური მოწყობილობების ინდუსტრიის განვითარებაში ახალი სიტყვა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button