![გალაკტიონ ტაბიძე ღვინოს დააბრალებენ](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/10/გალაკტიონ-ტაბიძე-ღვინოს-დააბრალებენ.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ღვინოს დააბრალებენ
სადაც უნდა მივდიოდე
უცხო ქვეყნად მარები,
უკანასკნელ შვიდიოდე
წლის თან მომდევს ქარები.
სადაც უნდა შევიარო,
ღვინოს დამაძალებენ,
მწუხარება ვერ დავფარო:
ღვინოს დააბრალებენ!
ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს.
გაქრა გიჟი ოცნება.
ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,
მაგრამ რა მეკოცნება?
კომენტარები (0)