Huawei-მ ოფიციალურად წარადგინა ფიტნეს-სამაჯურები – Band 3 და Band 3 Pro
კომპანია Huawei-მ ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მოხდა სმარტფონ Nova 4e-ს წარდგენა, საზოგადოებას აგრეთვე გააცნო ორი ახალი სპორტული სამაჯური. ესენია Huawei Band 3 და მისი გაუმჯობესებული ვერსია – Band 3 Pro.
ორივე მათგანს აქვს 0,95 დუიმიანი OLED პანელი გაფართოებით – 240 х 140 პიქსელი. ეკრანი მიმაგრებულია სამაჯურზე, რომელიც, მწარმოებლის თქმით, დამზადებულია ისეთი მასალისგან, რაც უზრუნველყოფს დიდ კომფორტს ხანგრძლივი გამოყენების დროს. პულსის გასაზომად მოწყობილობაში გამოყენებულია ტექნოლოგია TruSeen v3.0. მასში გაერთიანებულია ინფრაწითელი გამოსხივების მოწყობილობა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმით. როგორც Huawei ირწმუნება, გამოსხივება არანაირ უარყოფით გავლენას არ ახდენს მომხმარებელზე. ამავე დროს, ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება გამოავლინოს არითმია.
Huawei Band 3 Pro-ს აქვს ტექნოლოგია TruSleep 2.0-ის მხარდაჭერა, რომელიც ახორციელებს ძილის მონიტორინგს. როგორც ცნობილია, ამ ნიმუშის ალგორითმები ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლების მიერაა შექმნილი. TruSleep 2.0 ტექნოლოგიას შეუძლია გამოავლინოს უძილობის მიზეზები და მომხმარებელს მისცეს რეკომენდაციები ძილის გაუმჯობესებისთვის. გარდა ამისა, Pro მოდელს აქვს NFC ჩიპი და GPS მოდული. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მასში გათვალისწინებული არ არის Google Play-ს მხარდაჭერა. წარდგენაზე კომპანიამ მხოლოდ Huawei Play ახსენა.
ბატარეის მოცულობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. ამ მხრივ Huawei დაადგა Apple-ის გზას. ნათქვამი იყო მხოლოდ ის, რომ სრულად დატენილი ბატარეა ჩვეულებრივი გამოყენებისას საკმარისია თითქმის ორი კვირა მუშაობისთვის. იმ შემთხვევაში კი, თუკი მომხმარებელი უწყვეტად გამოიყენებს გულისცემის სიხშირის მზომს, ავტონომიურობა თითქმის ორჯერ მცირდება. ჩართული GPS-ით ვარჯიშის დროს სპორტული სამაჯური (Pro ვერსია) დაახლოებით 7 საათს მუშაობს.
Huawei Band 3 წარმოდგენილი იქნება ყვითელ, თეთრ, ვარდისფერ და იისფერ ვარიანტებად. მისი ფასი დაახლოებით 40 დოლარია. Pro მოდელები კი გამოვა შავ, თეთრ და ლურჯ ვარიანტებად და მათი ფასი 60 დოლარს შეადგენს.