ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის ქსელში დარჩა 2 მლნ 500 ათასზე ნაკლები მოსაპოვებელი მონეტა

მაინინგის შედეგად გენერირებული Bitcoin-ების რაოდენობამ გადალახა 18.5 მლნ ერთეულიანი მაჩვენებელი. მოსაპოვებლად ხელმისაწვდომი დარჩა 2 მლნ 500 ათასზე ნაკლები მონეტა, ე.ი. მთლიანი ემისიის 12%-ზე ნაკლები.

დარჩენილი Bitcoin-ების ნახევარს მაინერები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოიპოვებენ, აღნიშნავს მომხმარებელი @ChartsBtc.

Bitcoin-ის შემქმნელ სატოში ნაკამოტოს მიერ დადგენილი ალგორითმის თანახმად, ახალი Bitcoin-ები გენერირდება ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება ტრანზაქციის ახალი ბლოკის მოპოვება. ბლოკზე მონეტების რაოდენობა პერიოდულად მცირდება: ყოველ ოთხ წელიწადში ხდება ჰალვინგი – ორჯერ მცირდება მაინინგის ჯილდო. ჰალვინგის მთავარი ამოცანაა აკონტროლოს კრიპტოვალუტის ემისია და შეაკავოს მისი ინფლაცია.

ამრიგად, არსებობს Bitcoin-ის ემისიის ზუსტად გაწერილი გრაფიკი, აგრეთვე ცნობილია მონეტების საერთო ჯამიც: 21 მილიონი. ბოლო ემისია უნდა შედგეს 2140 წელს.

2009 წლიდან Bitcoin-ის ქსელში შედგა უკვე სამი ჰალვინგი. ბოლო მათგანის შედეგად 2020 წლის მაისში მაინინგის ჯილდო 6,25 BTC-მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, სექტემბრის ადრეულ, ჰალვინგისწინა პერიოდში Bitcoin-ის მაინინგის სირთულე 11,35%-ით გაიზარდა და მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს – 19.31 ტრილიონ ჰეშს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button