
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მივდიოდით ალაზნის ველად
დაფიქრებული მივდიოდი ალაზნის ველად
და აი, თვალწინ გადიშალა ლურჯი იორი:
მიეშურება ველთა შორის გაწოლილ გველად –
უფრო დიადი არ მინახავს რამ მაგიერი;
მაგრამ შვენებათ ციურთათვის მე არ მეცალა,
ვეშურებოდი თელავისკენ, რომ გაძარცული
ციხე-კოშკიდან საბურავი გადამეცალა
და ნანგრევებში დამენახა ჩვენი წარსული.
ვხეტიალობდი მთელი ღამე განწირულებით,
ჩუქურთმა თითქო სიძველეთა იყო ხუნდები.
შორით მოსჩანდა დაღესტანი ნისლის ქულებით,
სამი დღის შემდეგ ისევ ტფილისს დავუბრუნდები.