პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მიდიან, თუმცა ძალუძთ ისევე ..

ციკლიდან „ეპოქა“

მიდიან, თუმცა ძალუძთ ისევე
გაგვამხნეონ და აგვიძრან ძალა.
მიდიან, რომელთ სული არა აქვთ,
ძალი და ღონე გამოეცალა.

მოდიან, ვისაც სიცოცხლე გვინდა,
აქ მრავალთათვის იქნეს მალამო.
მოდიან, მოაქვთ ახალგაზრდობა
და სიხარული სამარადჟამო.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button