
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მხოლოდ გული..
მხოლოდ გული, ოჰ, გული!
ახსოვს დიდი ხანია,
რომ აქ დღეა ორგული
და იქ ალაზანია.
მხოლოდ გრძნობა, ოჰ, გრძნობა.
მოგონება შორისა –
ოცდაორი აგვისტო
ცხრაას-ოცდაორისა!
მხოლოდ გული, ოჰ, გული!
ახსოვს დიდი ხანია,
რომ აქ დღეა ორგული
და იქ ალაზანია.
მხოლოდ გრძნობა, ოჰ, გრძნობა.
მოგონება შორისა –
ოცდაორი აგვისტო
ცხრაას-ოცდაორისა!