განხილვაწიგნები

ერლომ ახვლედიანი – კოღო ქალაქში

„რა ადვილია სიკვდილი წარსულში, ანდა მომავალში! ახლა კი, ამ უსასრულოდ გაჭიანურებულ აწმყოში…“

„კოღო ქალაქში“ – არის წიგნი სიკვდილზე, სიცოცხლესა და დროზე – რომელთა დაუსრულებლად განმეორებადი ფრაგმენტული ერთეულები ქმნიან საერთო სურათს: შემოქმედის ერთ მთლიან, განუყოფელ ორგანიზმს.

„კოღო ქალაქში“ მომხიბლავად ქაოტური თხრობაა სინამდვილის არსებობის შესახებ, რომელსაც აღქმითა და მოქმედებით, განსჯითა და ქმედებით, დანახვითა და შემეცნებით ვეხებით დროის ყველაზე პასიურ მონაკვეთებშიც კი. ნებისმიერი ინტერაქცია ძალიან ჩვეულებრივ სინამდვილესთან , რომლის ჩვეულებრივობაც -უცნაურია , სწორედ თავისი არსებობიდან გამომდინარე, სხვადასხვა აზრთა ლოგიკური განვითარების უსასრულო ჯაჭვს იწვევს. ამ სტრუქტურას ზედმიწევნით იმეორებს ტექსტში ავტორი , როცა მერყეობს მცირედიდან – უდიდესამდე, ზოგადიდან – კონკრეტულამდე, მიკროდან – მაკრომდე. ერლომ ახვლედიანის ერთი შეხედვით არათანმიმდევრული, პოეტური ტექსტი მყარად დგას სამყაროს აღქმის იმ ბაზისური მოდელის წარმოდგენაზე, რომლის მიხედვითაც ყველაფერი ცოცხალია გარშემო. მას, რაც ბანალურად ჟღერს – მრავალჯერ ნანახისა და განცდილის საფუძველი აქვს : ეს არის პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის ცნობისმოყვარეობისა, რომელიც სამყაროს შეცნობას ფუნდამენტიდან/ყველაზე მცირედან იწყებს – „ბუნების უცნაური გაფიქრებებიდან“ – მწერებიდან, რომლებიც „უფრო მეტად გამოხატავენ ჩვენს რეალურ არსებობას“ თავიანთი სიმცირითა და უსუსურობით.·         
სიყვარული განხილულია იმ ეპისთემეს პრიზმაში, სადაც ჯიშების მიხედვით ხდება კლასიფიკაცია და სიყვარული ამ კლასიფიკაციაში ექცევა, როგორც ძლიერ გალავანში და ვერ გადის მისგან. ადამიანს ადამიანი უყვარს, მერცხალს მერცხალი და ა.შ. ეპისთემე მიშელ ფუკოს თეზისია, სადაც იგი მას მეგადისკურსს უწოდებს და ნიშნავს წინასწარგანსაზღვრულ ცოდნებს, მისთვის ეპისთემეს კვლევა კი კლასიფიკაციიდან იწყება. ფუკო ამბობს რომ ძველ ჩინეთში ცხოველების კლასიფიკაცია ხდება იმით თუ რამდენად უყვარდა იგი იმპერატორს, „იმპერატორისს საყვარელი“ „იმპერატორთან დამორჩილებული“ … შემდეგ ეს ყველაფერი ჯიშების მიხედვით დალაგდა.
·         არაანთროპოცენტრისტული ნარატივი არის უმთავრესი აქცენტი წიგნის – რომ ადამიანი არ არის პრივილეგირებული არსება და ანთროპოცენტრიზმი ჩანასახშივე არამეცნიერული მისტიკური საფუძვლის მოძღვრებაა, ამიტომაც ეს ტექსტი უპირველესად ამ ჭრილშია განსახილველი.
·         ჯანრთელობა. ნორმალური მდგომარეობის განსაზღვრების ვერ მოძებნა და ასევე ჯანმრთელობის, როგორც ასეთის დეფინიციის სისუსტე. ტექსტში პოსტ-სტრუქტურალისტური და პოსტმოდერნული ელემენტებია, აქაც მიშელ ფუკოს „კლინიკის დაბადება“ და „სიგიჟე დ ცივილიზაცია“ მიესადაგება, სადაც ავტორი ეძებს კრიტიკულ ზღვარს – ჯანმრთელობასა და ავადმყოფობას შორის. სიგიჟესა და გონიერს შორის. 
წიგნის მსვლელობისას, სამყაროს ხედვის ბაზისური ილუზია, რომ ყველაფერი გარშემო ცოცხალია, ლოგიკურად ტრანსფორმირდება მიდგომად, რომ ყველაფერი ერთმანეთის ნაწილია. სწორედ ამ პერსპექტივიდან ჩანს ავტორის, როგორც „შემოქმედის“ სიკვდილის აუცილებლობა – სადაც მწერალი არ წერს, ის უბრალოდ მასალას აგროვებს – მასალა კი ყველა ჩვენგანშია – უცნაური სინამდვილის ყველა ცალკეულ ფრაგმენტში.წიგნის ძირითადი სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის, ჯიმშერის (მწერლის) მიერ კოღოს მკვლელობაზეა აგებული – ერთგვარ განმანთავისუფლებელ აქტზე, რომელმაც ცოცხალი სუბიექტი (კოღო) ერთი სახით არსებობისაგან უნდა გაათავისუფლოს, რათა შეურთდეს იმ საყოველთაო სიცოცხლეს, სადაც ყველაფერი ყველაფრის ნაწილია – თუმცა, ჯიმშერს უჭირს მკვლელობის ჩადენა და ამას ცოდვის (არა რელიგიური, არამედ ზოგადნორმატიული) არსებობით ხსნის. თუ ყველაფერი ცოცხალია, არა მხოლოდ მწერის მოკვლა, არამედ სკამის გვერდზე გადადგმაც კი შეიძლება შეცდომა იყოს. ავტორს ამის უფლება არ აქვს – ავტორი უპირისპირდება ძლიერის მიერ სუსტის დამორჩილების კანონზომიერებითობას.

გური სულთანიშვილი

Source
http://siestabooks.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button