
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მცხეთამდე
თვალწინ იშლება მუქ ხავერდის მთების ზონარი,
როგორც ადგილი ძველი წარღვნით გადასერილი,
სახეზე ვარდად დაფენია ნაბატონარი.
აგერა მტკვარი – სევდიან მზით გადაფერილი.
მის ნაპირებზე ვესალმები მშვენიერ ბაღებს,
ქალი თავისი ბავშვით მოსჩანს, როგორც წერტილი,
კიბეებივით მიდის მტკვარი და კარებს აღებს,
სადაც ტრიალი მინდვრებია გადაფერდილი.