
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – მღელვარება
გამწარებული ეხეთქება ტალღა ქვა-ლოდებს,
ხან გაიბრძოლებს გრგვინვა ჩქარ-ჩქარი.
თავგანწირული ოკეანე საზარლად გოდებს,
ქუხს, იმუქრება მეხის ხარხარი.
მაგრამ ჩემს ხომალდს არ აშინებს ბრძოლათა ხედვა,
იგი მოივლის ქვეყნის დასავალს!..
ამდიდრებს მისი გამძლეობა და გაბედვები
მხოლოდ პოეტის თავგადასავალს.