პოეზიასხვადასხვა

ილია ჭავჭავაძე – ციური ხმები

ციურნი ხმები —
ეგ საკვირვლები,
როს მომესმიან,
მსწრაფლ მომითხრობენ,
საიდამ სრბიან
და სად სცხოვრობენ,
და ნელს სიხარულს
მიგალობებენ.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო!
მეც ქვეყნის ხმითა,
ხმით ცოდვილითა,
მათ ვაძლევ ბანსა, —
და მშვიდობასა,
აღტაცებასა
ჰგრძნობს ჩემი გული
და შევჭვრეტ ცასა
განცვიფრებული.
ციურნო ხმებო,
ოჰ, საკვირვლებო!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button