
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ნავი არ უნდა გასწირო შენი ..
ნავი არ უნდა გასწირო შენი,
ზღვათა მიდამოვ,
ახალგაზრდობის გამო ჩადენილ
ცოდვათა გამო.
რისი ცოდვები! ლალ-იაგუნდათ
უჩნდეს დღე, თვენი.
არე-მიდამოვ, შვილი არ უნდა
გასწირო შენი!
ნავი არ უნდა გასწირო შენი,
ზღვათა მიდამოვ,
ახალგაზრდობის გამო ჩადენილ
ცოდვათა გამო.
რისი ცოდვები! ლალ-იაგუნდათ
უჩნდეს დღე, თვენი.
არე-მიდამოვ, შვილი არ უნდა
გასწირო შენი!