პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ნავით – უკვდავებისაკენ
მეტყვიან უცხო სიტყვას რომელნი?
მე ამ ლექსსა ვსწერ ახალი მელნით –
უკვდავებისკენ ნავით მივქრივარ
ისე, ვით წინათ მივქროდი მერნით.
არ დასცხრნენ ჩანგის მიმოჟღერანი,
აწ დაქანცულა ჩემი მერანი,
პარნასისაკენ წავა ტავერნით!