![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/09/Bitcoin-მაინერების-შემოსავალი-აგვისტოში-368-მლნ-აშშ-დოლარამდე-გაიზარდა.jpeg?fit=800%2C534&ssl=1)
Bitcoin-მაინერების შემოსავალი აგვისტოში 368 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა
The Block-ის მონაცემების თანახმად აგვისტოში Bitcoin-მაინერების შემოსავალი ივლისთან შედარებით დაახლოებით 23,19%-ით გაიზარდა და შეადგინა 368 მლნ აშშ დოლარი. ბლოკზე ჯილდოსა და საკომისიოების გათვალისწინებით აგვისტოში Bitcoin-მაინერების შემოსავალი მაქსიმალური აღმოჩნდა ბოლო სამი თვის განმავლობაში, ასევე ჰალვინგის შემდეგ. საკომისიოს წილი ივლისში შეადგენდა 8.5%-ს, აგვისტოში კი შეადგინა 10.7%.
რაც შეეხება Ethereum-ის მაინინგს, ერთ თვეში შემოსავალი გაიზარდა 98.2%-ით და მიაღწია 285.1 მლნ აშშ დოლარს, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 25 თვის განმავლობაში. ამ მაჩვენებლიდან 40.5% მოდის საკომისიოებზე იმ დროს, როდესაც მაისში მისი წილი 10%-ს შეადგენდა. Glassnode-ის მონაცემებით, ამჟამად Bitcoin-მაინერების მთელი საკომისიოს 10% მოდის დეპოზიტებზე ცენტრალურ ბირჟებზე. ამ დონემდე მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა 2018 წლის იანვრის შემდეგ.
2020 წლის დასაწყისში საბირჟო დეპოზიტებზე საკომისიო გადასახადზე მოდიოდა მაინერების შემოსავლის მხოლოდ 4%. ამავე დროს იზრდება საკომისიო Ethereum-ის ქსელში. თვეზე მეტი ხნის მანძილზე მაჩვენებელი 2$-ზე მეტი ფიქსირდებოდა, 2 სექტემბერს კი მიაღწია 15 აშშ დოლარიან აბსოლუტურ მაქსიმუმს, 9 სექტემბერს კი შემცირდა 2.67 აშშ დოლარამდე. 8-დან 10 სექტმებრამდე ზრდამ შეადგინა 70% – 4.55 აშშ დოლარამდე.