პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ორი მილიარდი

შენ კი, ორი მილიარდი
კაცით სავსე მიწავ –
ზოგან გავსებს ია-ვარდი,
ზოგან ჭინჭარს იცავ.

ბორგავს შენი მძლავრი ზვავი
ეს სივრცე და განი –
მოყვითალო, თეთრი, შავი
და წითელი კანი.

მოიშორო, დროა, დარდი,
ათას მზეს ნუ ფიცავ.
აღსდეგ, ორი მილიარდი
კაცით სავსე მიწავ!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button