პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ორი მრისხანე სტიქიის ბრძოლა

ორი მრისხანე სტიქიის ბრძოლის
ბავშვობიდან ვარ მაყურებელი.
აჰა, გაიხსნა ლაჟვარდი ბროლის,
მზე უდაბნოის მახურებელი.

მზეებო, ღრუბლებს სხივებით ვარცხნით.
მზეებო, რამდენ ალივით ღვივით,
მზეები მარჯვნით, მზეები მარცხნით…
რამდენი მზეა, რამდენი სხივით!

ერთნი დასცქერენ ცის სიმაღლიდან,
ჯოჯოხეთიდან ცას – მეორენი;
ანგელოსები პირველთ ვერ ღლიდენ,
ვერც დანარჩენებს შავი ყორანი.

არავის ქვეყნად მე არ ვცემ თაყვანს,
მაგრამ ერთია ორივე ჩრდილი,
თუ ანგელოსი გირწევდა აკვანს –
შემდეგ დემონად მოვა სიკვდილი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button