პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ოცნებავ, ღმერთავ! ..

ოცნებავ, ღმერთავ! როცა შენს ახლო
მე გავიარე – დავხარე თავი,
და შემეცოდე… რაიმე სიტყვა
სათანაგრძნობო მეთქვა ნეტავი!
მაგრამ იცოდე, ყოველ კერპის წინ
მე ამაყი ვარ და ცრემლთა ფრქვევა
არ ვიცი რაა, არ დავღონდები,
სანამდე კერპი არ დაიმსხვრევა..
დაიმსხვრევა და მაშინ კი რაღაც
ღრმა მწუხარებას ვეძლევი გულით…
და ჩემგან მსხვრეულ ნეტარ ოცნებებს
ვუხმობ წამებით და სიყვარულით.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button