სიმღერის ტექსტები

ᲛᲝᲒᲝᲜᲔᲑᲐᲜᲘ ᲒᲐᲠᲓᲐᲡᲣᲚ ᲓᲦᲔᲗᲐ

მოგონებანი გარდასულ დღეთა
მესიზმრებიან თვალებ ახელილს.

რად მოდიოდი პატარავ ჩემთან
თუ თან მოგქონდა დიდი ნაღველი.

დაუკითხავად მოვიდა ჩემთან,
დაუკითხავად ჩამოწვა გულში
და მხოლოდ ახლა მივხვდი ამ ვნებას,
რა უდარდელი ვიყავი გუშინ.

რად მოდიოდი პატარავ ჩემთან
თუ თან მოგქონდა დიდი ნაღველი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button