
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – რკინის ჯაჭვით
ნათქვამია, ყოფნის გემზე,
რომ მოსკდება წვიმა-ქარი,
რკინის ჯაჭვით გულს მიიბას
მეგობარმა მეგობარი.
სხვანაირ დროს მწარედ ჩაგრავს
ზოგს სიცივე, ზოგს ობლობა;
ზოგის მეგობრობას სჯობნის –
ღვთაებრივი მეზობლობა.
ცხოვრებაში ყველას კარგი
აქვს რაიმე სახსოვარი,
ზოგს ყვავილი უდევს წიგნში,
ზოგს ფერადი ნაქსოვარი.
მეც წიგნს გიძღვნით, ვინაიდან
რაც კი მახსოვს ეს სოფელი,
არ მინახავს თქვენისთანა
გულკეთილი მეზობელი.