
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – როგორც სატანა
ყური დამიგდე.. ყოფნის ზვირთებმა
ქარიშხლის ქარ-ცეცხლს გადამატანა..
მე გამიტაცეს სევდიან ხმებმა…
მე, პოეზიის ბნელი სატანა.
ვით ქარიშხალი ყრუ უდაბნოში
დავქროდი ქვეყნად და სულთა თანას
ვმღეროდი და ხმა ისმოდა ბრბოში:
„ყური დაუგდეთ, მღერის სატანა“