პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – როგორც სინათლე მოხეტიალე

როგორც სინათლე მოხეტიალე,
გადივლის თვალწინ ოცნებათ გუნდი,
მოჩვენებებში და სიზმარცხადში
ჩაახვევს ფიქრებს ღამის ბინდბუნდი.
ამ ბინდბუნდშიაც ნაზ ფრთაშეხებით
სიცხადის შვილი, ტკბილ დღეთა კრება,
როგორც სინათლე მოხეტიალე,
ისე გადივლის, ისე გაქრება.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Back to top button