![გალაკტიონ ტაბიძე – რუსთავი](/wp-content/uploads/2024/09/გალაკტიონ-ტაბიძე--რუსთავი.jpg)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – რუსთავი
თვით ფოლადი ჟღერს, მღერის:
ვით არ მოელხინება –
აქ არავინ ერთ ადგილს
არ დგას, არ იყინება.
რუსთავსაც მზე უკეთეს
მერმისისთვის ინახავს,
მომავალი მხარისა
მრავალ გზას დაინახავს!
თვით ფოლადი ჟღერს, მღერის:
ვით არ მოელხინება –
აქ არავინ ერთ ადგილს
არ დგას, არ იყინება.
რუსთავსაც მზე უკეთეს
მერმისისთვის ინახავს,
მომავალი მხარისა
მრავალ გზას დაინახავს!