
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – საგურამო
ცხოვრება, როგორც ცინიკი – ღორი,
მსგავსება რუმბის,
გთხოვს, გეხვეწება იგემო ტბორი –
ჩაეშვა წუმპეს.
სახე ნერონის თუ თემურ-ლანგის
კედლით გიღიმის,
ის სიმბოლოა გულწრფელი ჩანგის
გაწყვეტილ სიმის.
არ მოგცემს საშველს, სანამ თავისთავს
არ დაგამსგავსებს.
მსურველი სადმე ფეხი დაგიცდეს
და მოჰყვე ხავსებს.