პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – სადაც ეხლა ზვირთებს სძინავთ

სადაც ეხლა ზვირთი ბზინავს,
ქარის ისმის ქშენა,
გადასული წლების წინათ
ვქროდით მე და შენა.

ეხლაც აქ ვარ, ძველისძველო,
მდგარო დროთა ზემო,
საყვარელზე საყვარელო
მოგონებავ ჩემო.

სადაც ეხლა ზვირთებს სძინავთ,
ბაღს სდევს ქარვის ფერი,
თვალწინ მიდგას, როგორც წინათ,
მშვენიერი მერი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button