ლიტერატურამოთხრობა

რევაზ ინანიშვილი – ჩვენი კატაფშატა

არ გავიდოდა ხუთი-ექვსი დღე და ავიყრებოდით მე და ჩემი მამუკა ხაშმელი ბებიის სანახავად.

– ჯერაც თქვენ არ აჰყრილხართო! – ბრაზობდა ჩემი მეუღლე, ანუ მამუკას დედა, და, ჩვენზე გამწყრალი, გასაბერტყად გაფენილ ფარდაგზე იყრიდა ჯავრს. ცერის სიმსხო შინდის სახრით ისეთ ბაგაბუგს აუყენებდა იმ ფარდაგს, რომ საწყალი ფარდაგი ცოცხალივით ხტოდა და იკლაკნებოდა.

– რას ბრაზობ, რომ ბრაზობ, – ვამუნათებდით ჩვენ, – თუ არ გინდა, არ წავალთ. ვისხდებით შინ და იყოს ის დედაბერი იქ ისე საცოდავად!

– მე ვიცი, რა დედაბრის დარდიცა გაქვთ თქვენ, – თავს აქნევდა ჩემი მეუღლე, ანუ მამუკას დედა, და უფრო გაცხარებით ატრიალებდა სახრეს, მაგრამ თან ხმაში უკვე ისეთი სირბილე ეპარებოდა, ყველა მიხვდებოდა – არც ის იყო მაინცადამაინც დიდი წინააღმდეგი ბებიასთან წასვლისა. ეს ისე რა! ქალებმა ხომ ცოტა მაინც უნდა იჩხუბონ, როცა კაცები შინიდან მიდიან! ჩვენც კაცები ვიყავით, შინიდან მივდიოდით და ისიც ჩხუბობდა.

ჩვენ ამას მალე ვხვდებოდით, ერთმანეთს გადავხედავდით, მე თვალს ჩავუკრავდი მამუკას, – დახე, როგორი დედა გყავს-მეთქი, ჩუმ-ჩუმად ჩავიცინებდით და საგზაო თადარიგს განვაგრძობდით. მე ჩემს მაღალყელიან რეზინის ჩექმებს ჩავიცვამდი, მამუკა – თავისას. აბგასაც გადავიკიდებდით, ამ აბგაში საგზალსაც ჩავიწყობდით, გზაში არ მოგვშივდესო, დავიჭერდით გრძელ-გრძელ ჯოხებს და დავადგებოდით გზას.ჩვენ ამას მალე ვხვდებოდით, ერთმანეთს გადავხედავდით, მე თვალს ჩავუკრავდი მამუკას, – დახე, როგორი დედა გყავს-მეთქი, ჩუმ-ჩუმად ჩავიცინებდით და საგზაო თადარიგს განვაგრძობდით. მე ჩემს მაღალყელიან რეზინის ჩექმებს ჩავიცვამდი, მამუკა – თავისას. აბგასაც გადავიკიდებდით, ამ აბგაში საგზალსაც ჩავიწყობდით, გზაში არ მოგვშივდესო, დავიჭერდით გრძელ-გრძელ ჯოხებს და დავადგებოდით გზას.

გზა დიდი არ იყო. ხუთ კილომეტრზე მეტიაო, იტყვიან ხოლმე, მაგრამ, მე მგონი, ხუთიც არ უნდა იყოს. სამაგიეროდ, რაღა არ გვხვდებოდა ამ გზაზე!გზა დიდი არ იყო. ხუთ კილომეტრზე მეტიაო, იტყვიან ხოლმე, მაგრამ, მე მგონი, ხუთიც არ უნდა იყოს. სამაგიეროდ, რაღა არ გვხვდებოდა ამ გზაზე!

სოფლის პირშივე, კოლექტივის ბოსტნის ბოლოზე, არყის სახდელი იყო გამართული. ისხდნენ ფოთლიანი ფიჩხით მოხოხმიკებულ ქოხში „მეზაოტეები“ და თხლე-ჭაჭის პატრონები, აგიზგიზებდნენ ცეცხლს და ნელ-ნელა სვამდნენ ჯერ ისევ დაუწმენდავ ღვინოსა და თბილ-თბილ წინწანაქრს.სოფლის პირშივე, კოლექტივის ბოსტნის ბოლოზე, არყის სახდელი იყო გამართული. ისხდნენ ფოთლიანი ფიჩხით მოხოხმიკებულ ქოხში „მეზაოტეები“ და თხლე-ჭაჭის პატრონები, აგიზგიზებდნენ ცეცხლს და ნელ-ნელა სვამდნენ ჯერ ისევ დაუწმენდავ ღვინოსა და თბილ-თბილ წინწანაქრს.

– აქეთ, ბიჭო, აქეთო! – დაგვიძახებდნენ იქიდან, – თითო არაყი დაგვილიეთო, ბიჭოო.- აქეთ, ბიჭო, აქეთო! – დაგვიძახებდნენ იქიდან, – თითო არაყი დაგვილიეთო, ბიჭოო.

მე მადლობას ვეტყოდი, მეჩქარება-მეთქი, ან არადა, სასმელს აღარ ვსვამ-მეთქი, მადლობისა და სალმის ნიშნად დავუქნევდით ხელს და ფეხს ავაჩქარებდით.

არყის სახდელს ბებერი მუხების კორომი მოჰყვებოდა. იმ მუხების ქვეშ, ხმელ ბალახებში, ყოველთვის ბლომად ეყარა კრიალ-კრიალა რკოები და მათი ბუდეები. მამუკა გახარებული კრეფდა და ჯიბეებში იყრიდა, ამეებით კაცებს გავაკეთებო. და, მართლაც, მერე, როცა დაღამდებოდა და გარეთ თამაში აღარ შეიძლებოდა, იმ რკოებს ასანთის ღერების ხელ-ფეხს გაუკეთებდა, ფეხთ შუაზე გაპობილი რკოების ფეხსაცმელებს ჩააცმევდა, ქუდად მისსავე ბუდეს დაახურავდა, დაახატავდა თვალებსა და პირს და, კაცი იყო და კაცი!

ზოგჯერ მუხებზე ციყვს ან კოდალას დავინახავდით. ეს უკვე მთელი ამბავი იყო! ვიდექით სულგანაბულნი, თვალებგაბრწყინებულნი და ვაკვირდებოდით, რას აკეთებდა ის კოდალა, თუ ციყვი. როცა თვალს მოგვეფარებოდნენ, – უუჰო, – წამოვიძახებდით სინანულით, მერე დიდხანს ვილაპარაკებდით ციყვებისა და კოდალების ცხოვრებაზე, ბოლოს კი დავისაკუთრებდით, ჩვენი ციყვიო, ჩვენი კოდალაო. მეორედ გამოვლისას პირველ რიგში იმათ გავიხსენებდით. ნეტავ ჩვენი კოდალა ისევ მანდ არის? ნეტავ ჩვენი ციყვი გარეთ იყოს დღესაცაო.

და განა მარტო კოდალა და ციყვი?! მთელი ის გზა სულ ჩვენ გვქონდა დასაკუთრებული, სანამ ხაშმელების ვენახები არ დაიწყებოდა – ძეძვის ღობეებით, ეკლიანი მავთულებითა და ქვის ყორეებით.

ჩვენი იყო მუხის კორომის ზემოთ აზიდული ჩამოხვეწილ-ჩამონგრეული კლდე, რომელსაც კვირაცხოვლის გორა ერქვა, ჩვენ კი საჯიხვეს ვეძახდით; ჩვენი იყო პატარა მწვანე კორდი ზედ ივრის პირას, სადაც ყოველთვის სასიამოვნო მყუდრო იყო და ყველაზე ადრე იქ ამოჩნდებოდნენ ხოლმე ენძელები; ჩვენი იყო კრიალა, ლურჯი მორევი, რომელშიაც ფარა-ფარა დაცურავდნენ წვრილი თევზები… და, რაც მთავარია, ჩვენი იყო ზედ გზაზე გადმოხრილი ერთი კატაფშატა, რომლის გახსენებაც მაამბობინებს დღეს მთელ ამ ამბავს.

სხვა მისიანებისგან განსხვავებით, რომლებიც ბუჩქ-ბუჩქად იზრდებოდნენ, ეს კატაფშატა გამომარტოებით იდგა. წასულიყო მაღლა, მაღლა, მაგრამ ზენა ქარს არ გაეშვა, წაეხარა, წაეგლუვებინა და ახლა ისეთი შესახედაობა ჰქონდა, თითქოს გამვლელებს ეხვეწება, მოდით, ჩემს ტოტებქვეშ დაისვენეთო. დალოცვილმა ზაფხულში მშვენიერი ჩრდილი იცოდა, ზამთარში კი – მყუდრო. გაზაფხულზე ყვაოდა და მისი სურნელება ჰბნედავდა ჭალას. შემოდგომისას და ზამთარში, თვით თოვლშიც კი, წითელი ტკბილი ნაყოფი ესხა.

რიყეს გავიდოდით თუ არა, ჩემი მამუკა ყელყელაობას დაიწყებდა – აბა, ჩვენი კატაფშატა არ გამოჩნდაო? – ცოტაც და გამოჩნდება-მეთქი, – ვეუბნებოდი მე და, მართლაც, ცოცხებივით აფშეკილ ილღუნებს გავცდებოდით თუ არა, დავინახავდით.

– უჰ, შენ გენაცვაო, – დაიძახებდა მამუკა და სირბილით წავიდოდა მისკენ. მეც ნაბიჯს ავაჩქარებდი. მივდიოდით, ღიმილით ირგვლივ შემოვუვლიდით, ლამაზად გალაქულ წითელ ტოტებს დავუთვალიერებდით, ძირზე ხელს დავუტყაპუნებდით, გავიხარებდით, რომ ჯანზე იყო, დავსხდებოდით და აბგიდან საგზალს ამოვიღებდით.

არსად არ იჭმებოდა ისე გემრიელად პური, როგორც აქ.

ვჭამდით, ვილაპარაკებდით ათას რამეს, თუ შემოდგომა ან ზამთარი იყო, ფშატსაც დავაყოლებდით, აბგაშიც ჩავიყრიდით ხაშმელი ბიჭებისათვის, დავემშვიდობებოდით, – კარგად იყავი, ჩვენო კატაფშატაო, – და წავიდოდით კმაყოფილნი, გაყოჩაღებულნი. ხაშმელი ბიჭები ამბობდნენ, ასეთი ტკბილი ფშატი არსად არ გვიჭამიაო. ჩვენ გვიხაროდა. აბა რა, ეგ უბრალო ფშატი კი არ არის, ჩვენი კატაფშატასიაო.

ის კატაფშატაც იდგა და ხარობდა. ვერცხლისფერი წვრილი ფოთლების ცახცახით შეჰფოფინებდა მზეს, აბრჭყვიალებდა ლამაზად გალაქულ ტოტებს. ჩვენ ამ ბრჭყვიალს მის ღიმილს ვუწოდებდით. ვითომ რატომ არ უნდა გვეწოდებინა ასე?

მაგრამ ერთხელ, მარტის შუა რიცხვებში, ცოცხებივით აფშეკილ ილღუნებს რომ გავცდით, ჩვენი კატაფშატა ვეღარ დავინახეთ. რაღაც დაცარიელებულად მოგვეჩვენა ის უზარმაზარი სივრცე – ჩვენიდან ცამდე. ჯერ ვიფიქრეთ, სხვა ადგილას ხომ არ მოვხვდითო, შემკრთალებმა მივიხედ-მოვიხედეთ. დავრწმუნდით, რომ სწორი გზით მივდიოდით, და კიდევ უფრო შევკრთით. თითქოს ვიღაც გამოგვდგომოდეს, გავიქეცით. გავიქეცით და რამდენიმე ნაბიჯის იქით ელდანაცემნი შევჩერდით.

ჩვენი კატაფშატა ვიღაცას მოეჭრა. მისი ლამაზად გალაქული წითელი ტოტები აქეთ-იქით მიმოეფანტა, ძირი და მსხვილი ტოტები წაეღო. ხმელ ბალახებში ეყარა უკვე წვიმისგან ფერშეცვლილი ნაფოტები…

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button