პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე პარიზი. ეს ხმა ..

პარიზი. ეს ხმა
მოისმის ისე,
როგორც ხანგრძლივი
ხმა ბზრიალასი.

ქერა ტიკინას
სძინავს ბალიშზე,
ბუხარში ოქრო
ელავს ხალასი.

ფრანკის დაცემის
საუბრობს შიშზე
უცხოელებით
სავსე პალასი.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button