
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რეცეპტი
ავად გაგვხდიდა დრო, სისხლის წვიმა,
მაგრამ იმედმა კვლავ გაგვიღიმა.
მაშ გადარჩენის შევსვათ ჯარიმა:
კახური – ექსტრა, კახური – პრიმა!
ატმი-ატმიკუმ, კახ-კახურიკუმ,
ყველი-ყველიკუმ, პური-პურიკუმ,
მწვადი-მწვადიკუმ, შამ-შამფურიკუმ;
რეცეპტი – ექსტრა, რეცეპტი – პრიმა!
აი, მოძმენო, სიბრძნე დღეღამის,
აი, ლოზუნგი ქართული ჭამის.
მაშ, ვადღეგრძელოთ სიცოცხლე წამის –
სიცოცხლე – ექსტრა, სიცოცხლე – პრიმა!