პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რისთვის? (რისთვის ყრმობაში)
რისთვის ყრმობაში ვხედავდი მეტად
უფრო მშვენიერს – ვინემ საზიზღარს?
რისთვის ბუნებამ მშობა პოეტად,
რომ გავყოლოდი ოცნება-სიზმარს?
რისთვის სიცხადეს, ცივს და უჯეროს,
ვეძახდი მხოლოდ დღეთ ნათილისმარს,
იმ სიყვარულსაც ვინ დაუჯეროს,
არ დაუჯეროთ არასდროს სიზმარს?
მახსოვს მე ერთი ძველი არია,
ეხლაც რომ გული იგონებს ცისმარს,
ქვეყნად ყოველი დღე სიზმარია
და სინამდვილეც მიჰყვება სიზმარს.