პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე რკინის მკვნეტელი ..

რკინის მკვნეტელი, რკინის მტეხელი –
აი ვინ არის შინატეხელი.
მას უყვარს ღვინო ტკბილად სასმელი.
ჩაქუჩი, წიგნი და ფეხსაცმელი.
როდესაც ხელში ჩაქუჩს აიღებს,
თუ რომ წვიმაა – ის გადაიღებს.
როდესაც ხელში წიგნი ექნება,
იცის სიცოცხლის გზა და შეგნება.
მაგრამ როდესაც გადაჰკრავს ღვინოს,
მასთან რომელმა არ მოილხინოს?
დასძახებს ლექსებს, მომეცით ხელი.
აი, ვინ არის შინატეხელი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button