![გალაკტიონ ტაბიძე ობელისკი](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-ობელისკი.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ობელისკი
ობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს,
ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ
ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი
ყველასთვის უცხო და ბნელ ქარაგმად.
წყალი შავია, როგორც მელანი,
შავ წყალზე ყალყზე შედგა მერანი
და სასაფლაოს მხრიდან ძერა
თავს დასტრიალებს, ვით ბედისწერა.