
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა მშვენიერია ცა საქართველოსი ..
რა მშვენიერია ცა საქართველოსი,
საბჭოთა ტყე-ველი, ზღვა!
ასეთი წარმტაცი, ასეთი ლამაზი
ვერ ნახოთ თქვენ მხარე სხვა…
ჩემო სამშობლოვ, ველად გაშლილო,
ვუმღერ შენს დიად მზეს –
გმირთ ვაჟკაცობას, ახალგაზრდობას,
უძლეველსა და მხნეს!