![გალაკტიონ ტაბიძე რა ღრიანცელში ვიდოდა გემი](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2023/11/გალაკტიონ-ტაბიძე-რა-ღრიანცელში-ვიდოდა-გემი.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა ღრიანცელში ვიდოდა გემი
დაღამდა,ნისლი გადეკრა შარას,
ტყეს დეფარა ღამის ბლონდები,
მაგრამ გხედავ მთების იარას
და უსათუოდ მოგაგონდები.
რა ღრიანცელში ვიდიდა გემი
და საშიშარი იყო ტყე-ველი,
ყველგან,ყოველში მარხია ჩემი
სულის ნაწილი შეუმჩნეველი.