
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე რა ცაა!
შეხედე, რა ცაა! –
ეს არის, რაცაა!
შეხედე, ამ მხარეს! –
ზღვით დილა გვახარებს!
შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:
გულია, მიწაა!…
რაცაა, რაცაა.
შეხედე, რა ცაა! –
ეს არის, რაცაა!
შეხედე, ამ მხარეს! –
ზღვით დილა გვახარებს!
შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:
გულია, მიწაა!…
რაცაა, რაცაა.