
სფეროსმაგვარი დისპლეი, რომელიც ახდენს ახალი სახის ვირტუალური რეალობის დემონსტრირებას
ამ დროისთვის ვირტუალური რეალობის ყველაზე გავრცელებულ საშუალებად ითვლება სპეციალური სათვალეებისა და ჰედსეტების გამოყენება. თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც – მაგალითად, გამოსახულების პროეცირება პირდაპირ თვალის ბადურაზე ან მოცულობითი გამოსახულების შემქმნელი დისპლეების გამოყენება. უკანასკნელი მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგანაც საჭიროა ამგვარ ეკრანებს მხოლოდ განსაზღვრული კუთხიდან უყუროთ. კანადელმა მკვლევარებმა მოაგვარეს ეს ნაკლოვანება – მათ შექმნეს სფეროსმაგვარი დისპლეი 360-გრადუსიანი თვალთახედვის კუთხით.
ბროლის ბურთის – “Crystal”-ის დიამეტრი 60 სანტიმეტრია. სფეროსებრი გამოსახულების შექმნისთვის გამოყენებულია ოთხი პროექტორი. პროეცირებული გამოსახულების ყურება ერთდროულად ორ ადამიანს შეუძლია მსუბუქი სათვალეების მეშვეობით – თითოეული სათვალე სხვადასხვა გამოსახულებას უჩვენებს. მომხმარებლებს შეუძლიათ იარონ სფეროს ირგვლივ და სხვადახვა რაკურსიდან იხილონ გამოსახულებები: სათვალე მუდმივად განსაზღვრავს მათი სხეულის ადგილმდებარეობას სფეროსებრ დისპლეისთან მიმართებაში.
ითვლება, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნება მრავალპერსონაჟიან თამაშებში, 3D-მოდელირებასა და ვიდეოკონფერენციებში.

სფეროს ერთ-ერთმა შემქმნელმა განაცხადა, რომ ამგვარი სფეროს გამოშვებით მათ არ სურთ კონკურენცია გაუწიონ ვირტუალური რეალობის სათვალეებს. მათი ტექნოლოგია ვერ შეძლებს VR-ის ჩანაცვლებას და იგი საინტერესო იქნება მხოლოდ გარკვეული ამოცანების შესრულებისას – მაგალითად, ასეთებია ზემოთხსენებული ვიდეოკონფერენციები და 3D-ობიექტების შექმნაზე ერთობლივი სამუშაო პროცესი.