
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე სთვლემს ტყის ნაპირი
სთვლემს ტყის ნაპირი გადავერცხლილი,
უხმო ალერსით ეკვრის ტოტი ტოტს.
დასძინებია ალერსიან ბაღს,
დასძინებია სევდიან წალკოტს…
ვარსკვლავიანი შუაცა ბრწყინავს,
შუაცა იწვის, დნება ნელ-ნელა…
მოგონებათა ელვარებს სარკე,
მაგრამ ჩემს გულში ისევე ბნელა.
ვეძახი სულს და ხმას არვინ მაძლევს,
უხმო ალერსში ეკვრის ტოტი ტოტს,
დასძინებია ალერსიან ბაღს,
დასძინებია სევდიან წალკოტს…