განხილვაესე

დულარდუხტის დახასიათება

– „„ვეფხისტყაოსნის“ შემოქმედის გენიალურობა ეპიზოდურ პერსონაჟთა ხატვაშიც ჩანს. მას შეუძლია ორიოდე სტრიქონით შექმნას დასამახსოვრებელი მხატვრული სახე-ხასიათი. გავიხსენოთ დულარდუხტი – ქაჯეთის დედოფალი, კლდესავით მაგარი ქალი: „დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია.“ დულარდუხტი ზრდის ადრე დაობლებულ ძმისშვილებს: როსანსა და როდიას. ის ამაყი და შეუბრალებელი დედოფალია, ამას მეკობრე როშაქის მოკრძალებითა და რიდით ნათქვამი სიტყვებიც გვიჩვენებს: „თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია.“ ის, რომ დულარდუხტი ძლიერი ხელმწიფეა, მისი გამაგრებული ციხე-ქალაქი, საუკეთესო მეომრები და ქაჯთა სახელი, რომელიც შიშის ზარს სცემს მტრებს, გვიჩვენებს. მისმა არყოფნამ (ზღვის გაღმა დის ტირილში იყო წასული) ბევრად განსაზღვრა და გაუადვილა სამ ძმადნაფიცს ქაჯეთის ციხის აღება და ნესტანის განთავისუფლება. ესაა ოღონდ, დულარდუხტს წილად ხვდა ბოროტების სიმბოლოდ ქცეული სამეფოს მბრძანებლობა, რაც მის მიმართ, ბუნებრივია, უარყოფითად განგვაწყობს. ის ბოროტების მხარეს მდგომი პერსონაჟია, მაგრამ თავისი დადებითი თვისებებით ისიც კი იწვევს გარკვეულ სიმპათიას. როგორც უკვე ვთქვით, გენიალურმა რუსთაველმა კარგად იცოდა, რომ არ არსებობს უშეცდომო, იდეალური ადამიანი, მასში არის დადებითი-ნათელიც და უარყოფითი-ბნელი მხარეებიც. ასე რომ, ძლიერი ქალი-ხელმწიფე – დულარდუხტი ნამდვილად იწვევს მკითხველის ინტერესს და კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს, რომ დიდი მწერლის ხელოვნება ყველა დეტალში მჟღავნდება, მათ შორის, მეორეხარისხოვან პერსონაჟთა ხატვისას.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button