ქართული გვარები

აკოფაშვილი ( ქართული გვარ – სახელები )

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აკოფა, რომელიც შემდგომში გასომხებულა. მოგვიანებით კი, სომეხი ტერტერები ქართველებს გრიგორიანულ სარწმუნოებაზე აქცევდნენ და გვარიც აქედან გავრცელებულა.
აკოფას ფუძე უნდა იყოს იაკობი, რომელიც ძველი ებრაული წარმოშობისაა და მიმდევარს ნიშნავს. იაკობი აკოფად მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა.
1791 წელს აკოფა მოიხსენიება ქვემო ქართლში. ჭირის მიზეზით, მოსახლეობა განჯიდან აყრილა და სხვადასხვა მხარეს გახიზნულა. ქართლში მოსული აკოფა ერასტი გოსტაბაშვილის ყმა გამხდარა.
1860 წელს ბორბალოსა და მანგლისში მოხსენიებულნი არიან ზურაბა და დათუნა აკოფაშვილები.
ასევე, აკოფაშვილები მოიხსენიებიან ვახუშტი ბატონიშვილის ყმების წიგნშიც.

საქართველოში 1 171 აკოფაშვილი ცხოვრობს: გორში – 329, თბილისში – 186, ადიგენში – 155. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button