
ქართული გვარები
კაკაშვილი – ( ქართული გვარ – სახელები )
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კაკა. კაკა გერმანოზიშვილი მოიხსენიება 1797 წელს, ბატონიშვილ ალმასხანის წერილში, რომელიც მას დედოფალ დარეჯანის სახელზე გაუგზავნია.
1721 წელს ქვემო ანტრაფში მოიხსენიება კაკაშვილი ბერუა.
საქართველოში 1 472 კაკაშვილი ცხოვრობს: სიღნაღში – 266, თბილისში – 262, ქარელში – 248. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით