ქართული გვარები
გელიტაშვილი – ( ქართული გვარ – სახელები )
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გელიტა. გიორგი გელიტაშვილი მოიხსენიება 1713 წლის წყალობის წიგნში. ხაბაზი გელიტაშვილი 1736 წლის დახსნილობის წიგნშია მოხსენიებული, რომელიც ელიზბარ და სხვა სოლოღაშვილებს მელიქია საქუაშვილისთვის მიუციათ. სოსია გელიტაშვილი, ოჯახითურთ, 1823 წელს მიხსენიება დიდ ენაგეთში. ამავე ძირისაა გვარები: მგელიტაშვილი, გელუტაშვილი.
საქართველოში 346 გელიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 190, კასპში – 80, გურჯაანში – 53. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით