
ქართული გვარები
დოდიაშვილი – ( ქართული გვარ – სახელები )
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დოდია, რომელიც ტბეთის მონასტერშია მოხსენიებული. „სოლოღაშვილ იესეს ღოუბანში ჰყოლია ყმა იორდანე დოდიაშვილი.“ ამავე ძირისაა გვარები: დოდაშვილი, დოდელია, დოდოლაშვილი, დოდუა.
საქართველოში 43 დოდიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 28, გორში – 7, გარდაბანში – 6. არიან სხვაგანაც
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით