რომელი საკვები უნდა მიირთვათ, რომ საუკეთესო სექსი გქონდეთ?
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ჩვენი სექსუალური ცხოვრების ხარისხზე საკვები დიდ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით კი ის საკვები, რომელსაც უშუალოდ სექსამდე მივირთმევთ. ახლა მოგიყვებით იმ საკვების შესახებ, რომელსაც თუ სექსამდე 30 წუთით, 1 საათით ადრე მაინც მიიღებთ, სექსუალურ სიამოვნებას გაგიორმაგებთ!
მაშ ასე!
1) მარწყვი და ცქრიალა ღვინო
– სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ მარწვი ამძაფრებს სექსუალურ ლტოლვას და ამაღლებს პოტენციას. ცქრიალა ღვინო კი სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, რაც მამაკაცს ერექციული დისფუნქციისგან იცავს და უფრო მეტიც, კიდევ უფრო ეხმარება, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი იყოს იმ კონკრეტულ მომენტში! �
2) შავი შოკოლადი
– შოკოლადი, ცქრიალა ღვინის მსგავსად, სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს და სისხლში სეროტონინისა და დოპამინის გამოყოფას უწყობს ხელს, რაც თავისუფლად გაგრძნობინებთ თავს უბედნიერეს და უდარდელ ადამიანად!
3) საზამთრო
– ეს ხილი, გარდა იმისა, რომ ძალიან დაბალკალორიულია, ამავე დროს, მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, რომელიც, ფაქტობრივად, სექსუალური ენერგიის ბუსტერია. 2008 წელს, ტეხასის შტატის ერთ-ერთ ინსტიტუტში ჩატარდა ამასთან დაკავშირებით კვლევა და დადგინდა, რომ თუ საზამთროს ხშირად მიირთმევთ, თქვენ სექსოპათოლოგთან ვიზიტიც ძალიან გვიან მოგიწევთ.
4) ბანანი
– ეს უკანასკნელი ხილის სახეობა, ისედაც ყველამ ვიცით, რომ სექსთან ყველაზე მეტადაა ასოცირებული, თუმცა იცით, რომ ბანანი ბუნებრივი ბედნიერების ჰორმონის წყაროა? თან, უხვად შეიცავს კალიუმს, რომელიც ასტიმულირებს სექსუალური ჰორმონების გამოყოფას, აუმჯობესებს გულ-სისხლ-ძარღვთა მუშაობას და შეიცავს ბრომელაინს, რაც ასევე ამაღლებს სექსუალურ ლიბიდოს.
5) ანანასი
– ამ ხილს, ასევე, მოიხსენიებენ, როგორც „ლიბიდოს ამწევს“ და ეს სულაც არ არის გაზვიადებული! ანანასში შედის დიდი ოდენობით ვიტამინი C და თიამინი, რომელიც ჩვენი ენერგიის წყაროა და შეიცავს მანგანუმს, რომელიც აგვარებს სექსუალური სახის პრობლემებს და უმეტესად – მამაკაცებში!