კინემატოგრაფია

სიდნი სვუენი დაკოტა ჯონსონთან ერთად Marvel-ის ახალ ფილმ “Madame Web”-ში მიიღებს მონაწილეობას

“Euophoria”-ს ახალგაზრდა ვარსკვლავი სიდნი სვუენი “Marvel”-ის ახალ ფილმ “Madame Web”-ში დაკოტა ჯონსონთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. “Sony Pictures”-ის პროდუქციასთან ასევე ითანამშრომლებს S.J. Clarkson-ი, რომელიც ფილმის რეჟისურაზე იმუშავებს. Marvel- ის კომიქსებში Madame Web-ი არის მოხუცი ქალი, რომელსაც აქვს ნეირომუსკულური დაავადება- მიასთენია გრავისი. ის დაკავშირებულია სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემასთან, რომელიც ობობის ქსელს წააგავს, რის გამოც მას მეტსახელად ვები უწოდეს.კომიქსებში  პერსონაჟი არ ებრძვის არანაირ ბოროტმოქმედებს მისი მდგომარეობისა და ასაკიდან გამომდინარე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მას 30 წლის დაკოტა ჯონსონი შეასრულებს, გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ სცენარი შეიძლება სხვაგვარად განვითარდეს, მაგალითან, სიუჟეტმა Madame Web-ის ახალგაზრობა აღწეროს. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ზუსტად რომელ გმირს შეასრულებს სიდნი, ასევე უცნობია ფილმის გამოსვლის თარიღი და სხვა, ზუსტი დეტალები. 

Image placeholder

Source
Perreau Magazine

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button