
ქართული გვარები
გულდამაშვილი (ქართული გვარ – სახელები)
გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა. ეს სახელი კი მომდინარეობს სპარსულიდან, რაც ვარდისტანას (ვარდი + სხეული), ნიშნავს. საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.
გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.
საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით