ზღაპარისაბავშვო

ესეც შენ, შვიდი! – იტალიური ზღაპარი

ერთ დედაკაცს ტანადი, ღორმუცელა ქალი ჰყავდა, პურის საჭმელად რომ დასხდებოდნენ და დედა წვენს დაუსხამდა, ქალი ხელად დახვრეპდა და ისევ გაუწვდიდა დედას ჯამს, კიდევ დამისხიო. უსხამდა დედა, ჯამს ჯამზე უვსებ-და და თან ითვლიდა:
— ეს სამი… ოთხი… ხუთი…
მეშვიდე ჯამზე რომ მიდგებოდა ჯერი, გაბრაზდებოდა დედა, წაუთაქებდა ღორმუცელას და დაუცაცხანებდა:
— ესეც შენ, შვიდი! ესეც შენ, შვიდიო!
ერთხელ მათი სახლის წინ მდიდარმა ჭაბუკმა ჩაიარა. ფანჯარაში დაინახა, როგორ უტყაპუნებდა დედა შვილს და თან გაიძახოდა:
— ესეც შენ, შვიდი! ესეც შენ შვიდიო!
ჭაბუკს თვალში მოუვიდა წარმოსადეგი, ლამაზი ქალი და სახლში შევიდა.
— შვიდი? რას ნიშნავს ეს შვიდიო? — ჰკითხა დედაკაცს.
დედას შერცხვა, უცხო ჭაბუკმა არ გაიგოს, რა ღორმუცელა შვილიც მყავსო და უპასუხა:
— შვიდი?.. შვიდი თითისტარი ნართია. ისეთი გამრჯე გოგო მყავს, ალბათ მთელი ქვეყნის ცხვრებიც ვეღარ აუვლენ. დღეს უკვე შვიდი თითისტარი ნარ-თი დაართო და კიდევ ეცოტავება. ამიტომ დავსაჯე, მინდა ცოტა დაისვენოსო.
— რაკი ასეა საქმე, მომათხოვეთ თქვენი ქალი. ოღონდ ერთი პირობით წა-ვიყვან, ჯერ უნდა გამოვცადო, თუ მართლა ისეთი გამრჯეა, როგორც თქვენ ბრძანეთო, — უთხრა ჭაბუკმა დედაკაცს.
წაიყვანა ჭაბუკმა ღორმუცელა შინ, მატყლის ფთილებით სავსე ოთახში შე-იყვანა და უთხრა:
— მე კაპიტანი ვარ. ახლა შორეულ ნაოსნობაში მივდივარ, თუ ჩემ დაბრუნე-ბამდე ამ ფთილებს დაართავ, ჯვარს დავი-წერთო.
ჭაბუკი ძალიან მდიდარი იყო, ფთილების გარდა ძვირფასი კაბები და სამკა-ულებიც დაუტოვა ქალს.
— ჯვარს რომ დავიწერთ, ეს კაბები და სამკაულები შენი იქნებაო, — უთხრა გამომშვიდობებისას.
კაპიტნის საცოლე მთელი დღე სარკის წინ ტრიალებდა, ხან ერთ კაბას ჩაიც-ვამდა, აბა, როგორ დამმშვენდებაო, ხან მეორეს, ხან ერთ სამკაულს ჩამოიკონ-წიალებდა, ხან მეორეს. მოახლე ქალებს დილიდან დაღამებამდე შეჰქონდათ მასთან ნაირ-ნაირი საჭმელები, ფთილები კი ხელუხლებლად ეწყო.
ამასობაში კაპიტნის დაბრუნების დროც დადგა: მეორე დილით ელოდნენ ჭაბუკს. დაღონდა ქალი, ვერ ვეღირსები კაპიტნის ცოლობასო, და მწარედ ატირდა.
უცებ ფანჯრიდან ოთახში ძონძები შემოფრიალდა, ქალის ფეხებთან დაც-ვივდა და გრძელწამწამებიან დედაბრად იქცა.
— ნუ გეშინია, შენს დასახმარებლად მოვედი, — უთხრა დედაბერმა ქალს, — მე დავართავ, შენ ამოახვიეო.
ისეთი მარჯვე იყო დედაბერი, ისეთი ხელსწრაფი, რომ მისი ბადალი ქვეყ-ნად მეორე არ მოიძებნებოდა. თვალის დახამხამებაში დაართო მთელი ფთი-ლები.
ამ რთვაში დედაბერს ისედაც გრძელი წამწამები კიდევ უფრო დაუგრძელ-და, ცხვირს ჩამოსცდა და ნიკაპზე ჩამოეკიდა… დართვა რომ მოათავა დედა-ბერმა, საპატარძლომ ჰკითხა:
— კეთილო ქალო, რით გადაგიხადო მადლობაო?
— შენი არა მინდა რა, — უპასუხა გრძელწამწამამ, — ოღონდ ქორწილში დამპატიჟე, კაპიტანს რომ გაჰყვებიო.
— სად მოგძებნოო? — ჰკითხა ქალმა.
— ერთი დაიძახე: ‘კოლუმბინა» და იმ წუთს აქ გავჩნდები. მაგრამ ვაი შენი ბრალი, თუ ჩემი სახელი დაგავიწყდა და არ დამპატიჟე. ეს ნართი ისევ ფთი-ლებად გადაიქცევაო, — დაემუქრა ქალს გრძელწამწამა.
კაპიტანი მეორე დღეს დაბრუნდა. გაუხარდა, ნართი მზად რომ დახვდა, და საცოლეს უთხრა:
— ჩინებულია, ჩინებული. მგონი, ვიპოვე ისეთი ქალი, როგორსაც ვეძებდი. აი, ნახე, რამდენი კაბა და სამკაული ჩამოგიტანე! მაგრამ მე ისევ მივდივარ ნა-ოსნობაში და შენ ერთი გამოცდა კიდევ გელის. ახლა ორჯერ მეტ ფთილას და-გიტოვებ, თუ ჩემ დაბრუნებამდე დაართავ, წინ რაღა დაგვიდგება, ჯვარს და-ვიწერთო.
წავიდა კაპიტანი. ქალი ძველებურად ატარებდა დროს, ან ახალ კაბებს იზმა-ნებდა, იკეთებდა სამკაულებს, ან ჭამდა და სვამდა, ფთილებს კი ზედაც არ უყურებდა. მოახლოვდა საქმროს დაბრუნების დრო და ისევ ატირდა ქალი.
უცებ ბუხარში რაღაცამ გაიშრიალა, ოთახში ძონძები ჩამოფრიალდა, ლაშჩა-მოგდებულ დედაბრად იქცა და იმანაც გრძელწამწამასავით უთხრა: შენ დასახ-მარებლად მოვედიო. ლაშგრძელა გრძელწამწამაზე მარჯვედ დატრიალდა, რაც უფრო უჩქარებდა ხელს, მით უფრო უგრძელდებოდა ლაშები. ნახევარ საათში მოათავა საქმე. ყურიც არ ათხოვა ქალს, მადლობას რომ უხდიდა. მხოლოდ სთხოვა ქორწილში დამპატიჟეო.
— ერთი დაიძახე: ‘კოლუმბარა» და იმ წუთს აქ გავჩნდები. ოღონდ იცოდე, ჩემი სახელი არ დაგავიწყდეს, თორემ შავი დღე დაგადგება, ეს ნაშრომი ხელად გაქრებაო.
დილით კაპიტანი დაბრუნდა, ზღურბლზე ფეხი შედგა თუ არა, იკითხა:
— ნართი მზადააო?
— რა ხანია მოვათავეო, — უპასუხა ქალმა.
— ძალიან კარგი. აი, კაბები და სამკაულები ჩამოგიტანე! ახლა სამ იმდენ ფთილას დაგიტოვებ და თუ ჩემს დაბრუნებამდე ამ საქმესაც თავს გაართმევ, პირობას გაძლევ, მეორე დღესვე ჯვარს დავიწერ შენზეო.
ქალმა არც ახლა შეიბერტყა ყური, ზედაც არ დახედა ფთილებს, მხოლოდ საქმროს დაბრუნების წინა დღეს გაახსენდა საქმე და ისევ ატირდა.
უცებ წყალსადინარი მილიდან ძონძები გამოცვივდა და ღოჯებიან დედაბ-რად იქცა. მივარდა დედაბერი ფთილებს, გამალებით დაიწყო რთვა, რაც მეტს ართავდა, მით უფრო უგრძელდებოდა ღოჯები. საქმეს რომ მორჩა, ქალს უთ-ხრა:
— იცოდე, ქორწილში დამპატიჟე, თორემ გაჩენის დღეს გაწყევლინებ. ერთი დაიძახე: ‘კოლუმბუნ!» — და იმ წუთს აქ გავჩნდებიო.
დაბრუნდა კაპიტანი, ძალიან გაუხარდა, ნართი მზად რომ დახვდა.
— ახლა კი ხელს ვერაფერი შეგვიშლის, ჩემი ცოლი გახდებიო, — უთხრა ქალს და ბრძანა ქორწილის თადარიგი დაიჭირეთ, სტუმრებიც მოიწვიეთო.
ქალი ისე გაერთო ქორწილის სამზადისში, რომ თავისი მხსნელი სამი დედა-ბერი სულ გადაავიწყდა.
დადგა ქორწილის დღე და დილითღა გაახსენდა ქალს დედაბრები. უნდოდა დაეძახნა მათთვის, მაგრამ დახეთ უბედურებას! ერთის სახელიც ვერ გაიხსენა. იფიქრა, იფიქრა, და ვერაფერი რომ ვერ გააწყო, საშინლად მოიწყინა. კაპიტან-
მაც შეატყო დაღვრემილი რომ იყო და ჰკითხა, რამ დაგაღონა ასეო. მაგრამ ქალ-მა პირში წყალი ჩაიგუბა.
რაკი ჭაბუკმა ვერ გაიგო, რა აწუხებდა მის საცოლეს, წვეულება მეორე დღისთვის გადადო. მეორე დღეს საპატარძლომ უფრო მოიწყინა, მესამე დღეს მთლად ჩამოყარა ყურები, იჯდა კოპებშეკრული და ეტყობოდა, რაღაც ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. კაპიტანი ქალის გამხიარულებას ცდილობდა, უყვე-ბოდა სასაცილო ამბებს, ეხუმრებოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და გადაწყვიტა, სანადიროდ წავალ, ცოტა გულს გადავაყოლებ ნადირობასო. ტყეში ავდარმა მოუსწრო, ერთ დანგრეულ, მიტოვებულ ქოხს შეაფარა თავი. უცებ სიბნელეში მოესმა:
— ჰეი, კოლუმბინა!
— ჰეი, კოლუმბარა!
— ჰეი, კოლუმბუნ!
— დროა პოლენტა1 მოვხარშოთ. ჩვენი ქვაბი რა იქნა? ეტყობა, ის წყეული პატარძალი სადილად დაპატიჟებას არ გვიპირებსო.
კაპიტანმა დაკვირვებით მოათვალიერა ქოხი და კუთხეში მიმჯდარი სამი დედაბერი დაინახა. ერთს წამწამები მიწაზე სცემდა, მეორეს ლაშები კოჭამდე დასთრევდა, მესამეს ღოჯები მუხლამდე სწვდებოდა.
‘ახლა კი ვიცი, რით გავამხიარულო ჩემი საცოლე, — გაიფიქრა ჭაბუკმა, — თუ ამ დედაბრების ამბავმაც არ გააცინა, ალბათ თავის დღეში აღარ გაიცინებ-სო».
შინ რომ დაბრუნდა კაპიტანი, ქალს უთხრა:
— დღეს ტყეში ავდარმა მომისწრო, ერთ დანგრეულ ქოხს შევაფარე თავი. გავიხედე და რასა ვხედავ: კუთხეში სამი დედაბერი მიმჯდარა — ერთს წამწა-მები მიწაზე სცემს, მეორეს ლაშები კოჭამდე დასთრევს, მესამე კი ღოჯებით მუხლებს იფხანს. ერთმანეთს უძახდნენ: ‘ჰეი, კოლუმბინა!», ‘ჰეი, კოლუმბარა!», ‘ჰეი, კოლუმბენ!»
ქალი სიხარულით გაიბადრა, გულიანად გადაიკისკისა და წამოიძახა: — ახ-ლავე გააშლევინე სუფრა და გთხოვ, ნება მომცე, ის დედაბრები ჩვენს ქორწილ-ში დავპატიჟო, ძალიან გამამხიარულა იმათმა ამბავმაო.
დედაბრებისთვის ისეთ პაწია მაგიდაზე გაშალეს სუფრა, რომ კოლუმბინას წამწამებმა, კოლუმბარას ლაშებმა და კოლუმბუნის ღოჯებმა მთლად დაფარა მაგიდა, აღარც კი ჩანდა, რა ელაგა სუფრაზე.
სადილის შემდეგ კაპიტანმა კოლუმბინას ჰკითხა:
— კეთილო ქალო, მითხარი, მაგ სიგრძე წამწამები რათა გაქვსო?
— წმინდა ძაფს რომ ვართავდი, თვალს ძალას ვატანდი, ამიტომ გამეზარდა წამწამებიო.
—შენ? შენ რაღა დაგემართა, რატომ ჩამოგიგრძელდა ტუჩებიო? — ჰკითხა კაპიტანმა მეორე დედაბერს.
— ძაფს რომ ვძახავდი, თითებს სულ ტუჩებზე ვისვამდი, ამიტომ ჩამომიგ-რძელდაო, — უპასუხა კოლუმბარამ.
— შენ, კოლუმბუნ? რათა გაქვს მაგ სიმსხო კბილებიო?
— ძაფს რომ ვართავდი, კვანძებს სულ კბილებით ვკვნეტდი, ამიტომ დამიგ-რძელდა კბილებიო, — უპასუხა კოლუმბუნმა.
— ახლა ყველაფერს მივხვდი, — წამოიძახა კაპიტანმა და ცოლს მიუბრუნ-და: — ამ წუთას მომიტანე შენი თითისტარიო. — და როცა ქალმა თითისტარი მიუტანა, მაშინვე აგუზგუზებულ ბუხარში შეაგდო.
— ჩემს სიცოცხლეში მატყლს აღარ დაგართვევინებო, — უთხრა კაპიტანმა ცოლს.
მას შემდეგ კაპიტნის ცოლი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა.
ლიგურია

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button