გამონათქვამები
“ოტია იოსელიანი”-ის რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
– ვჩხუბობთ, ახალგაზრდობა არ გვივარგა-თქო! რას ჰქვია, არ გვივარგა? როგორც გაზარდე, იმნაირია, რას ერჩი ახალგაზრდობას?! კეთილი გენება და დაგეყენებინა გზაზე. ისინი ჩვენგან გაუბედურებული ახალგაზრდები არიან და ახლა არ მოგწონს? “ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილი!..” იმისთანა წყალწაღებული ერი ვართ, ყოველ გაზეთს აიღებ თუ ჟურნალს, დაუბეჭდე შიგ ილიას “ბედნიერი ერი” და დაინახავ, რაცა ვართ!.. ვივიწყებთ ამას ჩვენ. “ბაკულას ღორები” გაიხსენე, დავით კლდიაშვილის მოთხრობები. თუ არ წაიკითხავ არაფერს, არ გააცნობიერებ – ვერაფერს გაიგებ… გაუნათლებელია ერი და ქვეყანა – ამაშია საქმე! განათლება გასართობად კი არაა – აზროვნებისთვის არის!.. ოტია იოსელიანი